ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმო

ჩვენს შესახებ

    შ.პ.ს. "ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმო" ჩამოყალიბდა 2008 წლის 18 აპრილს. საზოგადოების დამფუძნებელი და პარტნიორია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეული. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის საპარკინგე ადგილების მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შ.პ.ს. "ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმო" - ში სისტემის მართვა ავტომატიზირებულია, იგი 2025 წლიდან სისტემის მართვას ახორციელებს ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

დიახ, ფასიანია.

- პარკირების საფასური დამოკიდებულია საპარკინგე ობიექტის ტიპზე (მსუბუქი, 3500კგ ნაკლები, 3500 კგ მეტი) და პარკირების ხანგრძლივობაზე (ერთი დღე, ერთი კვირა, ერთი თვე და ა.შ)

1 დღე- 1 ლარი, 1 კვირა- 3 ლარი, 1 თვე- 10 ლარი, 3 თვე- 15 ლარი, 6 თვე- 25 ლარი, 1 წელი- 40 ლარი

   "მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულ მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილება შესაძლებელია ე.წ. „ცხელი ხაზის“ (1272) მეშვეობით. მობილური ტელეფონის ნომრის გასასწორებლად, გასაახლებლად, დასამატებლად, დასაბლოკად ან წასაშლელად, დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზს და მისი იდენტიფიცირების მიზნით ოპერატორს უნდა აცნობოს:

    ✅  სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;
    ✅  საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, სარეგისტრაციო მოწმობის ან შასის/VIN კოდის ბოლო 4 სიმბოლო ან მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სერია/ნომერი, მინიჭებული კატეგორია/ქვეკატეგორია;
    ✅  ბაზაში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი.
    მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში სააგენტო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან აცნობოს დაინტერესებულ პირს უარის თქმის საფუძველი."

👉 დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდს: SA.GOV.GE

პარკირების ადგილზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამოიყენება:

  • ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
  • ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის;
  • გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
  • დ) დაგვა-დასუფთავებისთვის;
  • ე) ინკასაციისთვის;
  • ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
  • (ამოქმედდა 2024 წლის 29 თებერვლიდან. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7)

და ასევე:
  • ზ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები;

  •   • (ვეტერანის სტატუსის დადასტურებისა და შესაბამისი შეღავათით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის (ტექნიკური პასპორტის) ასლები)

  • თ) ელექტრომობილების მფლობელი პირების კუთვნილი ელექტრომობილები;
  • ი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების (I, II და III ჯგუფი) კუთვნილი ან მათ მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

  •   • (პირი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ასლები)
  • (ამოქმედდა 2026 წლის 12 ივნისიდან. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13)